საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა შედგა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ევროკავშირში გადაადგილების წესებზე, ასევე, საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. საუბარი იმ ევროინტეგრაციის პროცესის გარშემო გავრცელებულ მითებსა და რეალობასაც შეეხო.

01-02-2019