საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლის ინიციატივით ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ქუთაისში მცხოვრები სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები დაესწრნენ.

საუბარი უვიზო მიმოსვლას და იმ წესებს დაეთმო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგაზაურობის დროს უნდა დაიცვას მოქალაქეებმა. ასევე, შეხვედრაზე აქტუალური იყო ასოცირების ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულებები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, საუბარი იმ მითებს შეეხო, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას უკავშირდება. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

01-02-2019