საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის 1-ელი საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი ქალაქ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  სოფელ ოკამის 1-ელი საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გავრცელებული მითები ნატოსა და ევროაკავშირის შესახებ, ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია განიხილეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს უფროსკლასელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.

02-02-2019