საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქობულეთში სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარაში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი შემეცნებითი პროექტის „გზა ევროპისკენ“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს და მათთან გამკლავების ეფექტურ მეთოდებს შეეხო. გაიმართა დისკუსია თემაზე „ევროკავშირი, ნატო და საქართველო - გუშინ, დღეს, ხვალ“.

 

ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირთან სტანდარტიზაციის მნიშვნელობით და განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებით, აგრეთვე უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი პროგრამებითა და შესაძლებლობლებით. მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე, აქცენტი გაკეთდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ იმ მითებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად სწორედ ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება. საუბარი შეეხო ნატოში გაწევრების პერსპექტივებსა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ეტაპებს.

 

შეხევდრის პარალელურად, ქობულეთის მუზეუმში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ჩვენი თვალით დანახული ევროპა“ მოეწყო.

05-02-2019