საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა თერჯოლის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრას აღნიშნული სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ევროკავშირში გადაადგილების წესების შესახებ ესაუბრა. ასევე, ისაუბრა ნატო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. შეხვედრაზე აქტუალური იყო ასოცირების ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულებები. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას და ერთად განსახორციელებელი აქტივობების განხილვას დაეთმო. მოსწავლეებმა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა იმერეთის ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

07-02-2019