საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლასა და მე-20 საქალაქო ბიბლიოთეკაში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით თერჯოლის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას აღნიშნული სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს  ნატო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. საუბარი უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს შეეხო. შეხვედრაზე აქტუალური იყო ასოცირების ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულებები. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას და ერთად განსახორციელებელი აქტივობების განხილვას დაეთმო. მოსწავლეებმა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა იმერეთის ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

 

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიოუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრა #20 საქალაქო ბიბლიოთეკაშიც ჩაატარა. შეხვედრას ბიბლიოთეკის მკითხველები და #24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. საუბარი ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და უვიზო მიმოსვლას შეეხო. შეხვედრაზე #20-ე საქალაქო ბიბლიოთეკის გამგემ ნინო ლეკვეიშვილმა სხვადასხვა აქტივობაში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მოსწავლეებს შეხვედრის შემდგომ თემატური მასალა დაურიგდათ.

 

 

08-02-2019