საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ - რედისონში ფორუმი გაიმართა

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ - ამ სათაურით სასტუმრო რედისონში ფორუმი გაიმართა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და თანამედროვე მედია გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე სადისკუსიოდ ფორუმზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები შეიკრიბნენ.

 

ფორუმის მუშაობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძეც ჩაერთო. პანელზე "დეზინფორმაცია, როგორც გლობალური საფრთხე დემოკრატიისთვის?" ნინო ბოლქვაძემ პროპაგანდასთან საბრძოლველად ნატოსა და ევროკავშირის ხედვებსა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე ისაუბრა.

პანელის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ: რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე, უნგრეთის პოლიტიკური დედაქალაქის დირექტორი პიტერ კრეკო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი შოთა ღვინერია. სესიას მოდერირება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი უწევდა.

 

ფორუმზე ასევე განიხილეს დეზინფორმაციის გავლენა ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებაზე, როგორ უნდა ვებრძოლოთ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას. ფორუმზე მსჯელობა ასევე დაეთმო ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის, კრიტიკული აზროვნების განვითარებას ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბებაში.

 

ფორუმი ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის (CDRI) ორგანიზებით, ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა

14-02-2019