საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ღია კარის დღე თბილისის 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა თბილისის 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.
 
საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ ახალგაზრდებს ნატოს ისტორიაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრის მეორე ნაწილი ევროკავშირის ისტორიასა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობას დაეთმო. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
 
ახალგაზრდებს თემატური ლიტერატურაც დაურიგდათ.
 
საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე მუდმივად მასპინძლობს.

15-02-2019