საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 1-ელ საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 1-ელ საჯარო სკოლაში. შეხვედრას აღნიშნული სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს  საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. საუბარი უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ წესებს შეეხო. შეხვედრაზე აქტუალური იყო ასოცირების ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულებები.

 

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას და ერთად განსახორციელებელი აქტივობების განხილვას დაეთმო. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ. 

11-02-2019