საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასში"

ბათუმის სკოლა-ლიცეუმის „მასტერკლასის“ პედაგოგებს და მოსწავლეებს აჭარაში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი შეხვდა. ახალგაზრდებმა მოისმინეს პრეზენტაცია ევროკავშირის დაფუძნების, ფუნქციონირების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოებების პროცესის დინამიკას და შედეგებს გაეცნენ. შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის ისტორიული არჩევანის მნიშვნელობას და საქართველოს ევროპულ გზაზე მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებს შეეხო.

 

განიხილეს ის პროექტებიც, რომლებსაც ევროკავშირი ახორცილებს საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, მათი ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. მსმენელები დაინტერესდნენ იმ კონკრეტული შესაძლებლობებით, რასაც ახალგაზრდებს  ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამები განათლებისა და კულტურის სფეროებში სთავაზობს.

 

ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის წესების დაცვის საკითხებზე და შენგენის ზონაში ვიზიტების მიზნობრიობაზე. ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე და სკოლაში მედიაწიგნიერების კურსის დანერგვის აუცილებლობაზე. შეხვედრა, რომელსაც 45 მსმენელი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟმში გაგრძელდა.

14-02-2019