საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 1-ელ საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 1-ელ საჯარო სკოლაში გაიმართა.
 
შეხვედრას აღნიშნული სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
 
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ნატო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. საუბარი უვიზო მიმოსვლის წესებსაც შეეხო.
 
შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

19-02-2019