საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა სამტრედიის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლაში. შეხვედრას აღნიშნული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. საუბარი უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს შეეხო.  შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას და ერთად განსახორციელებელი აქტივობების განხილვას დაეთმო. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

19-02-2019