საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სასწავლო პროგრამა ბორჯომის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებისთვის

15-17 თებერვალს, დაბა ბაკურიანში, ბორჯომის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებისთვის სამდღიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა მოეწყო. ტრენინგზე მონაწილეებისთვის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენლემა თეონა ზურააშვილმა საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გამართა. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ბოლოს მოეწყო ვიქტორინა და ტრენინგის მონაწილეებს სიმბოლური პრიზები და საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.

 

პროგრამა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ "ჩვენი ბორჯომისათვის''ორგანიზებით ჩატარდა.

17-02-2019