საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდში ევროპარლამენტის მოდელირება 2019 გაიმართა

ზუგდიდში, ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებით, ევროპარლამენტის მოდელირება 2019 გაიმართა.

 

კონკურსი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ახალგაზრდებმა სხვადასხვა კომიტეტებში იმუშავეს ( ადამიანის უფლებების დაცვის, საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების და სხვ.), იმსჯელეს მსოფლიოში აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემებზე და ეცადნენ მათ გადაჭრას. დასკვნით ღონისძიებაზე ყველა კომიტეტმა წარადგინა რეზოლუცია, სადაც დასახელებული პრობლემების გადაწყვეტის რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე იმსჯელეს.

 

კონკურსში 4 საუკეთესო დელეგატი გამოვლინდა და დაჯილდოვდა. პირველი ადგილი ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლემ ეტი მესხიამ დაიკავა, რომელიც სტრასბურგში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრება. ღონისძიებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროც ჩაერთო. რეგიონულმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ პროექტის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა.

20-02-2019