საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა დაბა ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაბა ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში პროექტის „გზა ევროპისკენ“ ფარგლებში პედაგოგებთან შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა „ოკუპაციის დღესთან“ დაკავშირებულ სტერეოტიპებზე და ასოციაციებზე ისაუბრა, მიმოიხილა საბჭოთა რეჟიმის შედეგები და ყურადღება გაამახვილა ამ რეჟიმის  ზეგავლენებზე თანამედროვე საქართველოს განვითარებაზე. გაიმართა დისკუსია ქვეყნის ისტორიული წარსულის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის კონტექსტებზე.

 

პედაგოგებმა დაასახელეს ის კონკრეტული თარიღები და მოვლენები, რაზეც ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სკოლის როლი და მნიშვნელობა ახალგაზრდების დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების და მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში. საუბარი შეეხო ქვეყნის ისტორიული არჩევანის მნიშვნელობას და საქართველოს ევროპულ გზაზე მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებს. განხილული იქნა ის პროექტები, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, მათი ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე და მედიაწიგნიერების დანერგვის აუცილებლობაზე. შეხვედრას 25 მსმენელი ესწრებოდა და თითოეულ მათგანს დაურიგდა საინფორმაციო მასალები.

26-02-2019