საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნინო ბოლქვაძემ სემინარი „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" მიიღო მონაწილეობა

26-27 თებერვალს, თბილისში, სემინარი „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" გაიმართა.
 
სემინარის ფარგლებში გამართული სესიის "სტრატეგიული კომუნიკაციები; სახალხო დიპლომატია და სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაცია" მუშაობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მონაწილეობდა.
ნინო ბოლქვაძემ საინფორმაციო ცენტრის პრიორიტეტებსა და ნატოს მიმართულებით გასულ წელს შესრულებულ საქმიანობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა 2019 წლის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებზე.
 
სემინარზე ქართულმა მხარემ ნატოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) რიგით მე-11 პროექტი განიხილა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ნატოს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან, ასევე, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სემინარზე ნატოს და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2019 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდგომ ქართული მხარე აღნიშნულ დოკუმენტს ალიანსს წარუდგენს.
 
წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნის ალიანსში გაწევრებას უწყობს ხელს. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს.
სემინარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს - პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა.

27-02-2019