საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საინფორმაციო სახის შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართა. შეხვედრას ამავე სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი და სამოქალაქო საგნის პედაგოგი დაესწრნენ. საუბარი უვიზო მიმოსვლის იმ წესებს დაეთმო, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგაზაურობის დროს უნდა დაიცვან მოქალაქეებმა. ასევე, შეხვედრაზე აქტუალური იყო ასოცირების ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულებები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ მითებზე, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას უკავშირდება. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ. 

21-02-2019