საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ვანის საჯარო ბიბლიოთეკაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ვანის საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აღნიშნული ბიბლიოთეკის და სასოფლო ფილიალების ბიბლიოთეკარები ესწრებოდნენ. საუბარი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს და უვიზო მიმოსვლას შეეხო. დამსწრე საზოგადოებისთვის უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების პირობები და წესები ახალი ინფორმაცია აღმოჩნდა. მათ მოგზაურობის წესების დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ. 

27-02-2019