საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ფარეშიშვილმა ჩაატარეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ-ების, მედიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატა 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებისა და სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან.

26-02-2019