საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა ვანის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში. შეხვედრას აღნიშნული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. საუბარი უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს შეეხო. შეხვედრაზე აქტუალური იყო ასოცირების ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულებები. მოსწავლეებმა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა იმერეთის ბიუროსთან თანამშრომლობის და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ. 

28-02-2019