საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ფარეშიშვილმა ჩაატარეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ-ების, განათლების სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულშიც გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა განიხილეს.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

06-03-2019