საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის მოსახლეობასთან

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ფარეშიშვილი ჩაატარეს.

 

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   და  მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სოფელსა და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

 

28-02-2019