საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეები საინფორმაციო ცენტრში

გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრალურ ოფისს ეწვივნენ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ გიგაურმა ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე და მიმდინარეობაზე. შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქციითა და კითხვა-პასუხით წარიმართა.

 

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის „სასკოლო თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში“  განხორციელდა.

07-03-2019