საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში საინფორმაციო ცენტრის მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

აჭარაში პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საკრებულოს, მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობების, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და საკანონმდებლო ორგანოს წევრები დაესწრნენ. პრეზენტაცია საზოგადოებას აჭარაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა წარუდგინეს.

 

შეხვედრაზე ქვეყნის ევროპული და ევროალტანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

 

პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო, 18 თვეს გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში გაიმართება, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გაცემული ნახევარი მილიონი დოლარის გრანტის ფარგლებში ხორციელდება.

 

 

07-03-2019