საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია და  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი დავით ცხადაძე გაუძღვნენ. 

დავით ცხადაძემ ევროპისა და საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპული იდენტობის საწყისებსა და ისტორიულ ჭრილში ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. 

 

 

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

18 თვიანი პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა გააგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

11-03-2019