საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ფარეშიშვილმა ჩაატარეს. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ-ების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

06-03-2019