საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტის პრეზენტაცია შუახევის მუნიციპალიტეტში

აჭარის რეგიონში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობების წამრომადგენლები და რეგიონში მოღვაწე წარმატებული ქალები დაესწრნენ.

 

შეხვედრაზე აქცენტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის საკითხებზე გაკეთდა. საუბარი შეეხო ევროკავშირის მიდგომებზე ქალების მეტი ინტეგრაციისა და ჩართულობის მიმართულებით. 

 

შეხვედრა აჭარის რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლებმა და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა გამართეს. 

 

 

პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

18 თვიანი პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა გააგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

 

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი" გაცემული ნახევარი მილიონი დოლარის დახმარების ფარგლებში ხორციელდება.

07-03-2019