საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ჭვანას ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან

აჭარის რეგიონში, შუახევის მუნიციპალიტეტში ჭვანას ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

 

შეხვედრაზე შუახევში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, მიღწევებსა და შედეგებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ევროკავშირის გარშემო გავრცელებულ მითებსა და რეალობას.  

 

პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

18 თვიანი პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა გააგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

 

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი" გაცემული ნახევარი მილიონი დოლარის დახმარების ფარგლებში ხორციელდება.

12-03-2019