საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველებთან

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, არსებულ მიღწევებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და გამოწვევებს.

 

მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება.

 

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ყალბი ინფორმაციების და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე, მათთან ბრძოლის ხერხებსა და იმ მეთოდებზე, რომლებითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციების გადამოწმება და გავრცელებული სტერეოტიპების აღმოფხვრა. 

12-03-2019