საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქუთაისის მე--14 საქალაქო ბიბლიოთეკაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა შედგა #14 საქალაქო ბიბლიოთეკაში. შეხვედრას ბიბლიოთეკის მკითხველები დაესწრნენ. საუბარი უვიზო მიმოსვლას და იმ წესებს დაეთმო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგაზაურობის დროს უნდა დაიცვან მოქალაქეებმა. ასევე, შეხვედრაზე აქტუალური იყო ასოცირების ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულებები. შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. 

06-03-2019