საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტის პრეზენტაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა და მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი მუჩაიძემ ისაუბრეს. შეხვედრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს დაეთმო.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციას პანკისის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

პროექტის ფარგლებში, პანკისის რეგიონში 40-მდე შეხვედრაა დაგეგმილი.

 

18 თვიანი პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა გააგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

 

 

08-03-2019