საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს და ქუთაისის დემოკრატიული ცენტრის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა ახალგაზრდებთან. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მათ საქართველო-ნატო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე აქტუალური იყო ასოცირების ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულებები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები - ტერიტორიული მთლიანობა და ინტეგრაციის გზაზე ნატოს მიერ გაწეული დახმარებები. ახალგაზრდებს კითხვები უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის წესების შესახებ ჰქონდათ. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თემატური ლიტერატურა დაურიგდათ.

07-03-2019