საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში ახალგაზრდებისთვის გაეროს მოდელირება 2019 გაიმართა

ქუთაისში, გაეროს მოდელირების ასოციაციის ორგანიზებით და სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მხარდაჭერით გაეროს მოდელირება 2019 გაიმართა. აქტივობა 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის 70 ახალგაზრდა იღებდა.

 

ახალგაზრდებმა სხვადასხვა კომიტეტში იმუშავეს. სამდღიანი მუშაობის შემდეგ, მსოფლიოში აქტუალური პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები განიხილეს და მათ გადაჭრას ეცადნენ. დასკვნით ღონისძიებაზე კომიტეტებმა მომზადებული რეზოლუციები წარადგინეს.

 

ღინისძიების შეჯამება და დაჯილდოვება წყალტუბოში გაიმართა, რომელსაც გაეროს მოდელირების ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონკურსში თითოეული კომიტეტიდან ერთი საუკეთესო დელეგატი გამოვლინდა, რომელსაც სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა საჩუქრები გადასცა. ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სიმბოლური საჩუქარი მოდელირების ერთ-ერთ ორგანიზატორს გიორგი აბესაძესაც გადასცა.

11-03-2019