საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტის პრეზენტაცია და შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ ჩაატარეს. საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

 

პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

13-03-2019