საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კერძო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის აიპების თანამშრომლებთან ერთად აქტიურად ჩაერთო საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთთანამშრომლობაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. 
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლაშიც გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ და ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში აქტივობების განხორციელება დაიგეგმა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

14-03-2019