საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტის პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი მოლოდინმა ჩაატარეს. საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო. გიორგი მოლოდინმა ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე, ევროინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ მითებსა და რელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიების, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

 

პროექტის ფარგლებში შეხვედრები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში გაიმართება.

12-03-2019