საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს

13-15 მარტს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს.

 

ტრენინგის მეორე დღეს მომხსენებლებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ანტიდასავლური პროპაგანდა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (ENPARD) და გახსნილი ახალი შესაძლებლობები, წარმატების მაგალითები, ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან კანონების ჰარმონიზაცია და ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესრულება,  ნატოსა და ევროკავშირის გარშემო გავრცელებული მითები და რეალობა.

 

ცენტრის თანამშრომლებს მედიის განვითარების ფონდის დირექტორი თამარ კინწურაშვილი, ENPARD-ის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა ინაური შეხვდნენ. ტრენინგის მეორე დღე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმ ნინო ბოლქვაძემ შეაჯამა და თავის მხრივ, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებზე, მედეგობის გაძლიერებაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე ისაუბრა.

 

ტრენინგი პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში შერჩეული საინფორმაციო ცენტრის ახალი რეგიონალური წარმომადგენლებისა და ცენტრის თანამშრომლების გადამზადების მიზნით ტარდება.

14-03-2019