საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მიმდინარეობს პროექტების კონკურსი პედაგოგებისთვის!

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“. პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის.

 

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.

 

აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2018 წელს ჩატარებული სემინარის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობა შეუძლია გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საგნების საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა პედაგოგს.

 

პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების და ქართული ენისა და ლიტერატურის თემატიკას ან ინტეგრირებულნი იყვნენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან.

 

პროექტები მიიღება მიმდინარე წლის 14 აპრილის, 23:59 საათის ჩათვლით.

 

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

guidetoeurope@gmail.com

 

კონკურსში გამარჯვებული 10 საუკეთესო პროექტის ავტორი გამოვლინდება ევროპის დღეების ფარგლებში, 2019 წლის მაისში.

 

კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი

 

დანართი 

- გადმოწერა / გახსნა

 

10-04-2019