საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის პროექტის პრეზენტაცია გურიაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გურიის გუბერნიის ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვერდა გაიმართა.

 

შეხვედრის მიზანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოყოფილი ნახევარი მილიონი დოლარის ფარგლებში პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” შესახებ მოსახლეობასთან პრეზენტაციის გამართვა იყო.

 

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელმა სამსონ სიამაშვილმა და მოწვეულმა ექსპერტმა ნოდარ ტანგიაშვილმა ჩაატარეს. საუბარი შეეხო 18 თვიანი პროქტის შინაარსა და მიზნებს, ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გამოწვევებს.

 

 

ღონისძიებას გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადმინისტრაციის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რეგიონალური მედია საშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

27-03-2019