საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ კამპანია ზუგდიდში

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება.

 

კამპანიის ფარგლებში შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გაიმართა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ და  ელჩებმა,  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი  ინსტიტუტის მკვლევარებმა-სოსო დანელიამ და თეიმურაზ შარაშენიძემ  აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესები, და ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან. 

 

საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მნიშვნელობასა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ  ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ჯამში 160 შეხვედრა გაიმართა.

26-03-2019