საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებსა და პედაგოგებთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ და მოწვეულმა ექსპერტმა დავით სიხარულიძემ ისაუბრეს. შეხვედრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს დაეთმო. 

 

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრების ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან.

26-03-2019