საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ კამპანია სამცხე-ჯავახეთში

27-28 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებული უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა.

 

27 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსი ბექა ზარანდია ესაუბრნენ. 

 

შეხვედრის ფარგლებში მსმენელებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. საუბარი, ასევე შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამარლთზომიერად გამოყენებასთან.
შეხვედრა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 28 მარტს ასპინძის კულტურის ცენტრში გაიმართა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, საჯარო და კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 


მომხსენებლებმა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებაზე ისაუბრეს.


კითხვები დაისვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ რისკებსა და მიმღებ ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებზე. 


შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე, მერი როსტომ მაგრაქველიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.


საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

29-03-2019