საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხონის საჯარო ბიბლიოთეკაში

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით და ხონის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. მათ ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის, ნატო-ევროკავშირის და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მიეწოდათ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად დაიგეგმა შეხვედრები. შეხვედრის დასრულების შემდგომ მონაწილეებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

27-03-2019