საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში. შეხვედრას რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მნიშვნელობას,ბშენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. 

 

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრა პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“  ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

27-03-2019