საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრები უვიზო მიმოსვლის საკითხებზე თელავსა და გურჯაანში

28-29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებული უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები კახეთში, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა.

 

შეხვედრები დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ელჩებმა კონსტანტინე ჟღენტმა და გიორგი ყარალაშვილმა, ასევე საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მაკა ბართაიამ ჩაატარეს.

 

მომხსენებლებმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესები, და ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

შეხვედრებს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადგილობრივი მოსახლეობა, საჯარო და კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

29-03-2019