საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ კამპანიის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და პედაგოგებს შეხვდნენ.

 

შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კინოთეატრში გაიმართა. მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, ელჩებმა თეიმურაზ შარაშენიძემ და სოსო დანელიამ მიაწოდეს.

 

მომხსენებლებმა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებაზე ისაუბრეს.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ანა ცანავამ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მნიშვნელობასა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

 

საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორცილდება. კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, 160 შეხვედრა გაიმართა.

28-03-2019