საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა პროფესიული კოლეჯის „ბლექ სი“ სტუდენტებთან

 ბათუმში, IOM მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის მიერ უვიზო მიმოსვლის შესახებ დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა აჭარაში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა.

 

შეხვედრაზე, რომელიც პროფესიული კოლეჯის „ბლექ სი“ სტუდენტებისთვის მოეწყო, IOM ბათუმის მიგრანტთა რესურსცენტრის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს უვიზო მიმოსვლის წესების, მათი დაცვის, რისკების და პრევენციის საკითხებზე. საუბარი შეეხო თავშესაფრის მოთხოვნის არამართლზომიერად გამოყენების შემთხვევებს და ამ მიმართულებით ამოქმედებულ სანქციებს. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა როგორც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე, აგრეთვე წესების დარღვევის და არამართლზომიერად გამოყენების სტატისტიკურ მონაცემებზე და ამ შემთხვევების ევროინტეგრაციის პროცესზე ასახულ არასასურველ შედეგებზე.

 

ირმა გაბინაშვილმა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე და მათთან გამკლავების გზებზეც ისაუბრა და ამ მიმართებით საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპები და მითები მიმოიხილა. შეხვედრის დასარულს გაიმართა დისკუსია და მომხსენებლებმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხეს.

29-03-2019