საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში ეთნიკურ უმცირესობებთან

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას. მათ მიიღეს ინფორმაცია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ყალბი ინფორმაციების და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე, მათთან ბრძოლის ხერხებსა და იმ მეთოდებზე, რომლებითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციების გადამოწმება და გავრცელებული სტერეოტიპების აღმოფხვრა.

 

შეხვედრის მსვლელობისას კითხვები დაისვა საქართველო-ნატოს ურთიერთობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ამავე დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები.

 

შეხვედრა პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

01-04-2019