საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს საინფორმაციო კუთხის გახსნა და საჯარო ლექცია ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში

ნატოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში ნატოს შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა. 

 

შეხვედრას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი და საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე დაესწრნენ. ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხის მოწყობა თავდაცვის ძალებში ცნობიერების ამაღლების გაზრდას ემსახურება.

 

მოგვიანებით, თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს სტრატეგიის ფორმირებისა და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას მოწვეული ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი და შეირაღებული ძალების წარმომადგენელი გაუძღვნენ.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით საინფორმაციო კუთხეები  წლის ბოლომდე საქართველოს ყველა ბრიგადაში გაიხსნება. თავდაცვის სამინისტრო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად ლექციებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივოვებების ჩატარებას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს.

05-04-2019