საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა და ნატოს საინფორმაციო კუთხის გახსნა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში

4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით კვირის განმავლობაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღონისძიებები იმართება.

 

ზუგდიდის მუნციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ჩაატარა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს ისტორიას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრების გზაზე მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებს.

 

რუხის საჯარო სკოლის ამერიკათმცოდნეობის დეპარტამენტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხეც გაიხსნა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ედუარდ ციკოლიამ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ამასთან, ნატოს დღის აღსანიშნავად, ზუგდიდში საინფორმაციო პიარ-აქციაც გაიმართა. მოსახლეობას დაურიგდა ბროშუერები ნატოს შესახებ. ღონისძიებაში ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბის "SKYE LIGHT" წევრები ჩაერთნენ.

05-04-2019